SIGNATURE AUTO — წესები და პირობები
1. ზოგადი დებულებები
კომპანია Signature Auto წარმოადგენს მაღალი კლასის ავტომობილების ყიდვა-გაყიდვისა და საინფორმაციო პორტალს.
საიტზე ნებისმიერი განცხადების განთავსება ხდება კომპანიის მიერ, გამყიდველთან შეთანხმების საფუძველზე. პორტალზე განთავსებული თითოეული განცხადების ავთენტურობა გადამოწმებულია კომპანიის წარმომადგენლების მიერ.
2. ავტომობილის განთავსების პირობები
პორტალზე ავტომობილის განთავსების სურვილის შემთხვევაში, გამყიდველი უნდა დაუკავშირდეს კომპანიას.
კომპანიის წარმომადგენელი წინასწარ შეამოწმებს ავტომობილის მდგომარეობას და უზრუნველყოფს პორტალისთვის შესაბამისი ფოტომასალის მომზადებას. თუ ავტომობილი აკმაყოფილებს კომპანიის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, გამყიდველსა და კომპანიას შორის ფორმდება შესაბამისი შეთანხმება.
მოთხოვნები ავტომობილის მიმართ
- ავტომობილი უნდა იყოს ტექნიკურად სრულად გამართული (ძრავი, გადაცემათა კოლოფი, ხიდები, უსაფრთხოების სისტემები და ა.შ.);
- ავტომობილის დაზიანება უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ შეცვლადი დეტალებით, რომლებიც უკვე შეცვლილია;
- თუ ავტომობილის ძარა (ჩონჩხი) ოდესმე ყოფილა დაზიანებული, აღნიშნული ტრანსპორტი პორტალზე არ განთავსდება.
3. ავტომობილის ყიდვის პირობები
მომხმარებელს, პორტალზე განთავსებული ნებისმიერი განცხადებით დაინტერესების შემთხვევაში, შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიას და მიიღოს ინფორმაცია ავტომობილის მდგომარეობისა და ფასის შესახებ.
მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს ავტომობილის ფიზიკურად დათვალიერება და მისი დეტალური შემოწმება. დაინტერესების შემთხვევაში, მყიდველი იხდის საფასურს, რომელიც წინასწარ არის შეთანხმებული.
რეკომენდაცია: ნებისმიერი ავტომობილის შეძენისას, კომპანია გასცემს რეკომენდაციას, რომ ტრანსპორტი შემოწმდეს შესაბამისი ბრენდის ოფიციალურ სერვისცენტრში.
4. პასუხისმგებლობის შეზღუდვა (Disclaimer)
- ინფორმაციის სიზუსტე: კომპანია პასუხს არ აგებს რაიმე პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს საიტზე განთავსებული ინფორმაციის არასწორ ინტერპრეტაციას.
- ტექნიკური მდგომარეობა: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაქვეყნებთ გადამოწმებულ ავტომობილებს, ავტომობილის საბოლოო ტექნიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებელია მფლობელი (გამყიდველი).
- მესამე მხარე: თუ საიტზე განთავსებულია სხვა სერვისების ბმულები (მაგ. სადაზღვევო კომპანიები ან ბანკები), კომპანია პასუხს არ აგებს მათ მიერ გაწეულ მომსახურებაზე.
5. კონტენტი და ინტელექტუალური საკუთრება
საიტზე განთავსებული ნებისმიერი ფოტო და ტექსტური მასალა წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას. მათი უნებართვო კოპირება ან გამოყენება აკრძალულია.
განთავსებული ბლოგპოსტები და სიახლეები ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს და არ წარმოადგენს პირდაპირ ფინანსურ ან იურიდიულ რჩევას.